
ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის ელჩსა და ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა. ახლად დანიშნული სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკ მიქაელ ჯულჰაკიანი ირაკლი ჩიქოვანს სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა წარუდგინა. თავდაცვის მინისტრმა მიქაელ ჯულჰაკიანს ატაშის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობი და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა აღინიშნა.





