• October

    26

    2025
  • 281
  • 0
ექსკლუზივი : შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი, ბატონი დავით არჩვაძე ზეწოლის ქვეშ არის ?

ექსკლუზივი : შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი, ბატონი დავით არჩვაძე ზეწოლის ქვეშ არის ?

დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის საქმე გენერალურ ინსპექციაში – ხმაურიანი დუმილი და ყოფილი მინისტრის ჩრდილი ?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დუმილი პოლიციის პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის საქმეზე უკვე ხმაურიან თემად იქცა – უწყებაში მიმდინარე პროცესები საზოგადოებაში სერიოზულ კითხვებს აჩენს : რატომ არ კეთდება ნაბიჯი კონკრეტული შედეგისკენ და ვის ინტერესებშია ამ ფიგურის შენარჩუნება სისტემაში ?

გენერალური ინსპექციის ფარგლებში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს შიდა მოკვლევა, რომელიც უკავშირდება რაზმაძის შესაძლო გადაცდომებს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და მოქალაქეთა შანტაჟის სხვადასხვა ფორმებს. თუმცა პროცესი, რომელიც საწყის ეტაპზე სწრაფ და გამჭვირვალე რეაგირებას პირდებოდა საზოგადოებას, უცნაურად გაჩერდა – თითქოს უხილავმა ძალამ ,,დასამუხრუჭებლად” მოიცალა.

შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი, ბატონი დავით არჩვაძე ზეწოლის ქვეშ ?

შსს-ის გენერალური ინსპექციის ამჟამინდელ უფროსს, დავით არჩვაძეს, როგორც შსს-ს შიდა წყაროები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, არაერთხელ ღიად გამოუთქვამს სურვილი, კახაბერ რაზმაძის საქმე დასრულდეს მკაფიოდ და მტკიცებულებათა საფუძველზე, რაც, როგორც თავად ამბობს, ხელს შეუწყობდა სამინისტროს იმიჯის გაჯანსაღებას.

თუმცა, იგივე წყაროების ცნობით, არჩვაძის ინიციატივა გარკვეულ წრეებში უკმაყოფილებას იწვევს, განსაკუთრებით მათ შორის, ვისაც რაზმაძის დარჩენა სისტემაში პოლიტიკურად ან პირადად აწყობს.

„არჩვაძე ცდილობს საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მაგრამ ზეწოლა აშკარად იგრძნობა – ყოველ ნაბიჯზე ჩნდება “უხილავი ბარიერები”, – ამბობს შსს-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც უსაფრთხოების მიზეზების გამო ანონიმურობას ინარჩუნებს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ჩრდილი ? 

მთავარი კითხვა, რომელიც ბოლო კვირებში ჟურნალისტურ წრეებში აქტიურად განიხილება, ასეთია :
ვინ არის ის გავლენიანი მფარველი, რომლის წყალობითაც კახაბერ რაზმაძე კვლავ ინარჩუნებს თანამდებობას და თავისუფლად გადაადგილდება უწყების შიგნით ?

არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია ერთ-ერთ ყოფილ მინისტრზე, რომელსაც რაზმაძესთან წლების განმავლობაში აკავშირებდა ,,პირადი და არალეგალური ინტერესი”.

გავრცელებული ცნობებით, სწორედ ამ ექს-მინისტრის ჩარევამ შეაფერხა შსს-ის გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული დისციპლინური დასკვნის დადება – გასაჯაროება.

,,ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი რაზმაძის ,,პოლიტიკურ ფარად” იქცა. არსებობს ვარაუდი, რომ მათ შორის ურთიერთობები კომპრომატებით და საერთო ინტერესებით არის გამყარებული. სწორედ ამიტომ არც ერთ მხარეს არ აწყობს საქმის გახსნა“, – აცხადებს კიდევ ერთი ინფორმირებული წყარო.

შანტაჟის სტილი და გავლენის მექანიზმი 

კახაბერ რაზმაძე შსს-ში წლების განმავლობაში ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც ზეწოლასა და შანტაჟს ხშირად იყენებდა გავლენის მოსაპოვებლად. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ის იყენებდა, როგორც პირად ინფორმაციას, ისე სამსახურებრივ რესურსს კოლეგებისა და მოქალაქეების დასაშანტაჟებლად.

ამ ფონზე, ბევრი მიიჩნევს, რომ რაზმაძე საკუთარი ინფორმაციული არქივით დღესაც ,,უჭერს მჭიდზე ხელს” რამდენიმე ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანს, გაგიკვირდებათ და ერთ-ერთ ცნობილ პარლამენტარსაც.

სწორედ ეს გარემოება, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს მის დროებით ,,ხელშეუხებლობას” და გენერალური ინსპექციის უცნაურ დუმილს.

ჩვენი რედაქციისა და საზოგადოების მოლოდინი 

საზოგადოებისა და მედიის ნაწილი ითხოვს მკაფიო პასუხებს : გაგრძელდება თუ არა გამოძიება ობიექტურად და მიიღებს თუ არა საქმეზე გენერალური ინსპექცია საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ კვლავ დარჩება ,,შიდა სისტემური შეთანხმებების” მსხვერპლად ?

შსს-ს მიმართ ნდობის აღდგენა, ექსპერტების შეფასებით, დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებს თუ არა დავით არჩვაძე შსს-ის გენერალური ინსპექციის პოლიტიკურად ნეიტრალური ფუნქციის შენარჩუნებას და გავლენებისგან დაცვას.

დასასრული რჩება ღია :

რაზმაძის საქმე შეიძლება გახდეს შსს-ს შიდა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ტესტი – გამოცდა, რომლის შედეგადაც გაირკვევა, არსებობს თუ არა საქართველოში რეალური სურვილი ,,წმინდა ინსტიტუციური წესრიგის” დამყარების, თუ კვლავ იმოქმედებს ჩრდილში მყოფი ყოფილი მინისტრების ან ერთ-ერთი პარლამენტარის უხილავი ხელი”.

ჩვენთვის იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ შსს-ს მოქმედი მინისტრი, ბატონი გეკა გელაძე საქმის კურსშია ჩაყენებული კახაბერ რაზმაძის საეჭვო საქმიანობის თაობაზე და მასთან კი ვერავინ ვერაფერს „ალაგებს“ და შესაბამისად, კონკრეტულ შედეგზე გასვლის ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივა არსებობს.

( იხ. ლინკი : https://geonews.org.ge/geo-news-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%ab%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%9d/

( გაგრძელება იქნება ) 

გიორგი კორძაძე, ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor