• October

    28

    2025
  • 88
  • 0
ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში, ოთხსართულიანი ავარიული სახლის ნაცვლად, ათსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება

ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში, ოთხსართულიანი ავარიული სახლის ნაცვლად, ათსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება

თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში მდებარე მეცხრე კორპუსის ჩანაცვლებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე სადემონტაჟო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა, რის შემდეგაც, ავარიული ოთხსართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა აშენდება.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლება გახლავთ. აღნიშნული პროგრამა, რამდენიმე წელია, წარმატებით მუშაობს. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას, რადგან დღეს თბილისში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი გამგეობების თანამშრომლებს ყოველთვის აქვთ კომუნიკაცია იმ ოჯახებთან, რომლებიც ასეთ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ. ვუკეთებთ კონკრეტულ შეთავაზებას, რომ მათი ჩართულობითა და თანამშრომლობით მოვახდინოთ ასეთი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი და მათ ახალ კორპუსებში გადავცეთ გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული ბინები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობას არასდროს გაუწყვეტია კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მაშინ როდესაც ოპოზიციას ეს თემა მხოლოდ არჩევნების წინ სპეკულაციის მიზნით ახსენდება.

„ოპოზიციას მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება ასეთი შენობა-ნაგებობები, იქ მცხოვრები ოჯახები და ყოველთვის მიმართავენ სპეკულაციებსა და სიცრუეს, თითქოს აღნიშნული თემა არ გვაინტერესებს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. პირიქით, ძალიან ბევრს აკეთებს მუნიციპალიტეტი, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და მის მაგივრად ახალი საცხოვრებელი კორპუსები ავაშენოთ“, –  განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია სამგორის რაიონი.

აღნიშნულ მისამართზე აშენდება 4 905 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება 90 ბინა. აქედან სრულად გარემონტებული საცხოვრებელი სახლი გადაეცემა 44 ოჯახს, ხოლო დანარჩენი 46 ბინა ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor