• October

    30

    2025
  • 106
  • 0
ექსკლუზივი : შსს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო გავლენების ქსელი – კახაბერ რაზმაძის საქმე და ჩრდილოვანი კავშირები ?

ექსკლუზივი : შსს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო გავლენების ქსელი – კახაბერ რაზმაძის საქმე და ჩრდილოვანი კავშირები ?

ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს ჩვენს ძველ ,,მეგობართან” – ,,ქიზიყელ ბანკირ” ნოდარ ჯავახიშვილთან, რომელიც გავლენიან ფიგურად მიიჩნევა ფინანსურ წრეებში.

ვინ არის შსს-ის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით არჩვაძე ?

მოგეხსენებათ, ბატონი არჩვაძე შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსად გეკა გელაძის შს მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაინიშნა – ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თუმცა იგი მრავალი წელი მუშაობდა შსს-ის სხვადასხვა დანაყოფებში.

ჩვენი შიდა წყაროების ცნობით ( ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ ) , შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი, ბატონი დავით არჩვაძე წინა წლებში ყოფილი მაღალჩინოსნის, ბატონი ჯანყარაშვილის ( კახური კლანი ) კადრი იყო და ვინაიდან კახაბერ რაზმაძე თავის მხრივ სწორედაც, რომ გადმონაშთია და შესაბამისად, ბინძურ გარიგებებში შედიოდა წინარე ხელმძღვანელობის არაერთ სუბიექტთან, ასევე, შსს-ის ყოფილ მინისტრებთან და მათ ბინძურ დავალებებს ასრულებდა, ამიტომაც ხომ არ ცდილობენ მასზე ხელის დაფარებას ? 

დიახ, ბნელეთის პოლკოვნიკის საქმეზე შექმნილი რეალობა ( მოკვლევის უვადოდ გაჭიანურება და გენერალური ინსპექციის იგნორი ) აჩენს ეჭვს, რომ უწყება შესაძლოა მფარველობით ეკიდებოდეს რაზმაძის საქმეებს.

არადა, როგორც ამბობენ, დავით არჩვაძე მაღალი კლასის პროფესიონალია, შესაბამისად, ის არათუ, რომელიმე კლანს, არამედ სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს !

ჩვენ მივიჩნევთ, რომ არა ,,უხილავი ხელის” ჩარევა რაზმაძის საქმის მოკვლევა კარგა ხნის დასრულებული იქნებოდა – კახაბერ რაზმაძე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდა !

ჩვენი ჟურნალისტური წყაროები მიუთითებენ, რომ სწორედ აღნიშნული ურთიერთკავშირები შესაძლოა, აფერხებდეს ობიექტურ გამოძიებას და აჩენდეს კითხვებს გენერალური ინსპექციის საქმიანობის გამჭვირვალობაზე.

P.S. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ დავკავშირებოდით შსს-ის გენერალურ ინსპექციას, თუმცა უწყება ამ დრომდე ჯიუტად დუმს ! ჩვენ მაინც გვჯერა, რომ გენერალური ინსპექცია და შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გეკა გელაძე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და კახაბერ რაზმაძეს სათანადო ადგილს მიუჩენს !

( იხილეთ წინარე პუბლიკაციის ლინკი : https://geonews.org.ge/%e1%83%a8%e1%83%a1%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a5/

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი მაისურაძე 

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor