• October

    29

    2025
  • 15
  • 0
რევაზ სოხაძე – წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ სამინისტრომ დანერგა ახალი მიდგომები, რაც აისახება შედეგებზე

რევაზ სოხაძე – წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ სამინისტრომ დანერგა ახალი მიდგომები, რაც აისახება შედეგებზე

წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. 2021 წლიდან დღემდე დასრულებულია 150-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება მილიარდ ლარს აღემატება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა წყალმომარაგების კომპანიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეინიშნება რიგი პრობლემები, მათ შორის სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილება, ხარვეზები საპროექტო დოკუმენტაციაში, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე პოტენციური მომწოდებლების სიმცირე, საზედამხედველო კომპანიების დეფიციტი და კადრების ნაკლებობა.

მისივე თქმით, სერიოზულ გამოწვევად რჩება სისტემაში არსებული დანაკარგები და გადასახადების ამოღების დაბალი მაჩვენებელი.

„ამ ყველაფრის ფონზე სამინისტროს გუნდს ურთულესი ამოცანა ჰქონდა, გაეაჯანსაღებინა სისტემის მუშაობა, შეეცვალა მართვის მიდგომები, დაენერგა ახალი მენეჯმენტის მექანიზმები და ხარისხის კონტროლის სტანდარტები. ეს ცვლილებები აუცილებლად აისახება შედეგებზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ქვეყნის 110-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს 2,5 მილიარდი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დასრულება 2029 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

სოხაძის თქმით, პროექტების დასრულების შემდეგ 300 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგების სერვისით.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor