• October

    31

    2025
  • 69
  • 0
რატი იონათამიშვილი – „ნაცმოძრაობას“ ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციური ველი ოკუპირებული აქვს, გასაქანს არ აძლევს არც სხვა პარტიებს და არც დემოკრატიულ პროცესებს

რატი იონათამიშვილი – „ნაცმოძრაობას“ ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციური ველი ოკუპირებული აქვს, გასაქანს არ აძლევს არც სხვა პარტიებს და არც დემოკრატიულ პროცესებს

„ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, შესაბამისად, როცა დემოკრატიას ასე მტრობ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას მტრობ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართული პოლიტიკა ანტიდემოკრატიული ძალებისგან უნდა გათავისუფლდეს.

„ნაცები“ სწორედ ისინი არიან, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თანაბრად ცდილობდნენ, ებრძოლათ ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. განსხვავებული ხმა სწორედ დემოკრატიულ პროცესებში ისმის. „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, შესაბამისად, როცა დემოკრატიას ასე მტრობ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას მტრობ. საკონსტიტუციო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ნაცმოძრაობას“ ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციური ველი ოკუპირებული აქვს და ოკუპაციის პირობებში გასაქანს არ აძლევს არც სხვა პარტიებს, არც დემოკრატიულ პროცესებს. მათი დამოკიდებულება ყოველთვის ვასალური იყო, ყველას ზემოდან ქვემოთ უყურებდნენ და აბულინგებდნენ, თავად კი, ყოველთვის დემოკრატიას მტრობენ. სახელმწიფოებრივ საკითხებშიც კი არ მიუღიათ მონაწილეობა. ლოგიკურია პარტიის აკრძალვა, რომელიც დემოკრატიულ პროცესს არასოდეს ეწევა. ჩვენ მიერ მომზადებული სარჩელი დასაბუთებულად აღწერს საფუძვლებს, რის გამოც საქმიანობა უნდა შეეზღუდოთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor