• October

    31

    2025
  • 41
  • 0
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ 7 ნოემბერს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე შეეცდება, რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან უნგრეთის გათავისუფლება შეათანხმოს

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ 7 ნოემბერს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე შეეცდება, რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან უნგრეთის გათავისუფლება შეათანხმოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან გათავისუფლებას შეეცდება.

ვიქტორ ორბანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებას გეგმავს.

მისივე თქმით, შეეცდება დონალდ ტრამპის დარწმუნებას, რომ უნგრეთი ენერგეტიკის საკითხში მილსადენების ქსელზეა დამოკიდებული და ამის გამო სანქციებისგან გათავისუფლება სჭირდება.

„უნგრეთს ზღვა არ აქვს, ამიტომ პირდაპირი საზღვაო ტრანსპორტირება შეუძლებელია. იმ სახმელეთო მარშრუტებზე ვართ დამოკიდებული, რომლითაც შეიძლება, ენერგია ქვეყანაში შემოვიდეს. ეს არის სახმელეთო მილსადენები და ამ სიტუაციას თუ არ მოვერგებით, ენერგია არ გვექნება. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას თავი ეროვნულ დონეზე სანქციების ასეთი სისტემისგან“, – აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, რუსული ენერგიის გარეშე უნგრეთის ენერგომომარაგების ფასები „ძალიან გაიზრდება“.

„უნგრეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე. მათ გარეშე ფასები მკვეთრად გაიზრდება და შესაძლოა, მიწოდების სერიოზული დეფიციტი წარმოიშვას“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი 7 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor