• November

    4

    2025
  • 36
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია, ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გეკა გელაძემ მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან მიგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში გატარების მნიშვნელობას და ამ მხრივ დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას.

„ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენასა და მათი ქვეყნიდან გაძევების მაღალ მაჩვენებელზე. დასასრულს მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. გეკა გელაძემ ასევე დაათვალიერა დეპარტამენტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და აღჭურვილი იქნება უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით. ახალი შენობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor