• November

    5

    2025
  • 36
  • 0
გიორგი ახობაძეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

გიორგი ახობაძეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გიორგი ახობაძის მიერ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მოწმეთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილებისას, გიორგი ახობაძეს გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, საიდანაც გადმოსული ორი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

„გამოკითხვისას, თავად გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ ვერ მოახერხებს  თავდამსხმელების ამოცნობას. ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მისი ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გამოძიება გრძელდება.

შსს ყველა პირს მოუწოდებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ, იქნება ეს დაზარალებული თუ მოწმე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქმის დროულად გახსნისა და დამნაშავე პირთა დასჯისათვის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor