• November

    10

    2025
  • 78
  • 0
ექსკლუზივი : სიღნაღის რაიონის პროკურატურის პროკურორი ,,თაღლითის” ადვოკატის როლში ?!

ექსკლუზივი : სიღნაღის რაიონის პროკურატურის პროკურორი ,,თაღლითის” ადვოკატის როლში ?!

მართლმსაჯულების პარადოქსი სიღნაღში – ვინ არის მსხვერპლი და ვინ დამნაშავე ?

სიღნაღის პროკურატურის საეჭვო როლი მემკვიდრეობის საქმეში ? 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის საქმიანობა კვლავაც კრიტიკული შეფასების საგანი ხდება მემკვიდრეობითი მიწის ნაკვეთის მითვისების ცხად და დადასტურებულ საქმესთან დაკავშირებით.

იხ: ლინკები – https://geonews.org.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%98/

https://geonews.org.ge/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0/

დაზარალებული მხარე, ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი ქეთი ხომერიკი და მისი ოჯახი, ღიად ადანაშაულებს სიღნაღის პროკურატურის პროკურორ, ბატონ მიხეილ ჯანგულაშვილს, იმაში, რომ მოლაპარაკებების პროცესში ის მუდმივად ბრალდებულის ინტერესებს ემსახურებოდა, რითაც სრულად დამახინჯდა მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი – დაზარალებულის სამართლებრივი ინტერესების დაცვა.

საქმის პრეისტორია :

დაზარალებული, რომელიც დათანხმდა დათმობას !

საქმე ეხება მემკვიდრეობით მიწის ნაკვეთს, რომელიც, ბრალდების თანახმად, მოტყუებით მიითვისა ბრალდებულმა, ქ-ნა ნატო კერესელიძემ ( ქეთი ხომერიკის მეუღლის, ირაკლი კერესელიძის მამის პირველმა მეუღლემ, რომელსაც საკმაოდ ბუნდოვანი წარსული აქვს და არაერთხელ არის თაღლითობაში და დოკუმენტების გაყალბებაში დადანაშაულებული, თუმცა ამაზე მოგვიანებით ) . დაზარალებული მხარე, ირაკლი კერესელიძე, მტკიცებულებების საფუძველზე ელოდა სამართლიან მართლმსაჯულებას, თუმცა საქმე იმდენად იწელება, რომ ირაკლი კერესელიძეს აქვს დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი, მაგრამ ნატო კერესელიძისთვის ბრალდების წარდგენა ჯერ არ მომხრადა – ,,უხილავი ხელი” აფერხებს, თუმცა ჩვენთვის უკვე ყველა ფიგურანტი ცნობილია, ამაზე მომდევნო პუბლიკაციაში. 

სწორედ ამ დროს ჩაერია პროკურორი მიხეილ ჯანგულაშვილი, რომელმაც, ირაკლი კერესელიძეს შეთავაზა უპრეცედენტო გარიგება :

დაზარალებული მხარე უარს ამბობდა ბრალდებულისთვის მძიმე სასჯელის მოთხოვნაზე.

სანაცვლოდ, დე ფაქტო ბრალდებული ნატო კერესელიძე დააბრუნებდა უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთს კანონიერი მემკვიდრის ოჯახის წევრზე გადაფორმების გზით.

შეთანხმება, რომელიც დაზარალებულს მიწის დაბრუნების სანაცვლოდ მძიმე სასჯელზე უარის თქმას სთხოვდა, პროკურორის მონაწილეობით შედგა და კონკრეტული თარიღიც განისაზღვრა გარიგების შესასრულებლად.

პროკურორი ,,თაღლითის” ადვოკატის როლში ?

სკანდალი მოხდა მას შემდეგ, რაც ნატო კერესელიძემ ცალმხრივად დაარღვია შეთანხმება და მიწის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ამ მომენტიდან, პროკურორი ჯანგულაშვილი სრულიად გაუჩინარდა და ფაქტობრივად, საქმეზე მუშაობა შეწყვიტა.

კრიტიკის მთავარი საგანი არის პროკურორის მიერ მოლაპარაკებების წარმართვის მანერა.

ირაკლი კერესელიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროკურორი ჯანგულაშვილი მუდმივად აქცენტს აკეთებდა იმაზე, ,,რა სურდა ქალბატონ თაღლითს” და არა იმაზე, თუ რა ინტერესები და კანონიერი უფლებები ჰქონდა დაზარალებულ მხარეს.

,,პროკურორის ქცევა ამ მოლაპარაკებების დროს სრულიად ეწინააღმდეგებოდა პროკურორის მანდატს, რომლის მთავარი ფუნქცია დაზარალებულის უფლებების დაცვაა. ის იქცეოდა, როგორც ბრალდებულის ინტერესების ლობისტი, რომელიც მძიმე დანაშაულისათვის მინიმალური სასჯელის მიღებას ცდილობდა და თანხმდებოდა, რომ დაზარალებული მხარე საკუთარ უფლებებზე უარს ამბობდა მიწის დაბრუნების სანაცვლოდ,” – აცხადებს დაზარალებული.

კრიტიკული შეფასება :

სისტემური ხარვეზები ?

აღწერილი ფაქტები სერიოზულ ეჭვს აჩენს სიღნაღის რაიონული პროკურატურის საქმიანობის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.

დაზარალებულის ინტერესების უგულებელყოფა :

როდესაც პროკურორი, რომელიც სახელმწიფოს სახელით ბრალს სდებს პირს დანაშაულის ჩადენაში, უფრო მეტად ზრუნავს ბრალდებულის ინტერესებზე, ვიდრე დაზარალებულის კანონიერი უფლებების აღდგენაზე, სახეზეა სისტემური დისბალანსი.

ეფექტური მართლმსაჯულების ჩანაცვლება გარიგებით :

გარიგების შეთავაზება, რომლის დროსაც დაზარალებული, ფაქტობრივად, იძულებულია დათმოს სასჯელის სიმძიმე საკუთარი ქონების დასაბრუნებლად, უთითებს იმაზე, რომ პროკურატურა ცდილობს სწრაფი და მარტივი გამოსავლით ჩაანაცვლოს სრულფასოვანი სამართლებრივი პროცესი.

პროკურორის გაუჩინარება !

შეთანხმების დარღვევის შემდეგ საქმის კონტროლიდან გაშვება და ბრალდებულისადმი არასათანადო რეაგირება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პროკურორს არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა იმ პროცესის მიმართ, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობდა.

დასკვნა :

სიღნაღის რაიონული პროკურატურა ვალდებულია, დაუყოვნებლივ განმარტოს პროკურორ მიხეილ ჯანგულაშვილის როლი ამ მოლაპარაკებებში და უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს დაზარალებული მხარის ინტერესების სრული დაცვით.

აღნიშნული შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს პროკურატურაში, შესაძლოა, არსებობდეს პრაქტიკა, სადაც სამართლიანობა მსხვერპლად ეწირება პროცედურულ სარგებელსა და ბრალდებულის ინტერესებს, რაც მართლმსაჯულების სარკისებული ანარეკლია და შორს არაა ის დროც, როცა ბოროტება სიკეთე გახდება და ომი მშვიდობა…

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor