• November

    10

    2025
  • 33
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუჩიდან სასამართლოში თუ გადაინაცვლა, ამას მივესალმებით, ვნახავთ, რა საფუძვლებით შეიტანეს სარჩელი, სასამართლო დავისთვის მზად ვართ

თენგიზ შარმანაშვილი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუჩიდან სასამართლოში თუ გადაინაცვლა, ამას მივესალმებით, ვნახავთ, რა საფუძვლებით შეიტანეს სარჩელი, სასამართლო დავისთვის მზად ვართ

ქუჩიდან სასამართლოში თუ გადაინაცვლეს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და მივესალმებით. ქუჩაში სიარულს, დესტრუქციულ ქმედებებს და რევოლუციის მოწყობას სჯობს, თუ რაიმე სამართლებრივი არგუმენტები აქვთ, სასამართლოში ვიდავოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს.

„აბსოლუტური საფუძველი გვაქვს კონსტიტუციური და დავის წაგებისთვის არიან განწირულნი. დროებითი საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა. ორი თვე გავიდა და კომისიის დასკვნის შინაარსზე ერთი პრეტენზია არ უთქვამთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს კარგის მანიშნებელია, რადგან ხვდებიან, რომ შინაარსობრივ დავაში ვერ შემოდიან. ვნახავთ, რა საფუძვლებით შეიტანეს სარჩელი, თუმცა სასამართლო დავისთვის მზად ვართ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor