• November

    11

    2025
  • 34
  • 0
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

როგორც მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც სისტემური რეგისტრაციის დროს საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევებში, ასევე სპორადული რეგისტრაციის შემთხვევებშიც, საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე 2026 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, 2022 წლის პირველ იანვრამდე დადგენილი წესით.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება 550-მდე მოქალაქეს შეეხება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი და ლევან მაჭავარიანი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor