• November

    11

    2025
  • 29
  • 0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ინდოეთის, თურქეთის, კუბის, ეგვიპტის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, კონგოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ნიგერიის, ტაილანდის, ქუვეითის, ისრაელისა და განის, ჯამში, 31 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნიდან უკვე გააძევეს 1000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება გასული სამი წლის მანძილზე გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor