• November

    11

    2025
  • 24
  • 0
გეკა გელაძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ადგილზე ჩავიდა

გეკა გელაძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ადგილზე ჩავიდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩავიდა.

გეკა გელაძესთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფება მისი პირველი მოადგილე როლანდ მესხი, ასევე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ამასთან, როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor