• November

    18

    2025
  • 38
  • 0
გივი მიქანაძე ჩინეთში, ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია

გივი მიქანაძე ჩინეთში, ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთში, ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს გაეცნო.

გივი მიქანაძე ინსტიტუტის პრეზიდენტ იე ჭიჟუეისა და კანცლერ ხე სინგჩუნს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა.

საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტსა და საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას.

მისი თქმით, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ცოდნის ურთიერთგაზიარება ხელს უწყობს სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, სიმულაციური სწავლების ინტეგრირებას.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტთან კავშირების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით სპეციალისტების მომზადების თვალსაზრისით.

თავის მხრივ, ინსტიტუტის პრეზიდენტმა და კანცლერმა გივი მიქანაძეს ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების სრული მზაობა გამოთქვეს.

მინისტრთან ერთად ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor