• November

    18

    2025
  • 50
  • 0
დონალდ ტრამპი – ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს

დონალდ ტრამპი – ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერო-ს მიერ ღაზასთან დაკავშირებით მომზადებული სამშვიდობო გეგმის დამტკიცება „მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას“ გამოიწვევს.

„ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, რომელმაც აღიარა და მხარი დაუჭირა სამშვიდობო საბჭოს, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ და რომელშიც მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი, პატივცემული ლიდერები შევლენ. ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას გამოიწვევს და ნამდვილი ისტორიული მასშტაბის მომენტია. მადლობა გაერო-ს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა ქვეყანას. ასევე მადლობა იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იყვნენ ამ კომიტეტში, მაგრამ მტკიცედ უჭერდნენ მხარს ძალისხმევას“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, საბჭოს წევრების ვინაობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო კვირებში ბევრი საინტერესო განცხადება  გაკეთდება.

შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზასთან დაკავშირებით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor