• November

    18

    2025
  • 60
  • 0
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა ურთიერთობების დონით კმაყოფილი არ არის და ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მზაობას“

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა ურთიერთობების დონით კმაყოფილი არ არის და ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მზაობას“

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. ტრამპის მარშრუტთან დაკავშირებითაც.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ლევან ჟორჟოლიანმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელსაც  საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. ტრამპის მარშრუტთან დაკავშირებით. აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში  ალან პერსელი დაესწრნენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor