
8 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, გრუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა
2025 წლის 8 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა.
უნივერსიტეტის დასრულება კურსდამთავრებულებთან ერთად, იზეიმეს მათმა ოჯახის წვერებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა სტუდენტებს პირადად მიულოცა და პროფესიულ გზაზე წარმატებები უსურვა.
საღამო განსაკუთრებულად ემოციური იყო სტუდენტური ჰიმნის შესრულებისა და სადღესასწაულო ტორტის საზეიმოდ გაჭრის პროცესში.
კურსდამთავრებულების უნივერსიტეტთან ურთიერთობა ამით არ დასრულებულა – გრუნი მზად არის, ხელი შეუწყოს მათ პროფესიული განვითარების შემდგომ ეტაპებზეც.
,,GEO NEWS”




