• November

    20

    2025
  • 66
  • 0
შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებულია აქციის 13 მონაწილე

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებულია აქციის 13 მონაწილე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 19 ნოემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 13 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

შსს-ს განცხადების თანახმად, დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მათე დევიძის მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტებმა კაკაბაძის ქუჩის სამანქანო გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლება დაიწყეს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor