
,,სდსს”-ის დელეგაციამ, სამსახურის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის ( APPS ) რიგით მე-20 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დელეგაციამ, სამსახურის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის (APPS) რიგით მე-20 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკის ქ. კიშინიოვში გაიმართა.
ღონისძიება, 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის მთავარ საკითხებს დაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გლობალური გამოწვევების მიმოხილვა, საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე ტენდენციებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.
სამსახურის წარმომადგენლები, თემატურ სესიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობასთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულები ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაში, რაც მომავალ კონფერენციასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებსა და შინაარსობრივ ნაწილთან მიმართებით თემატურ დისკუსიებს გულისხმობს.
პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის 21-ე კონფერენციას 2027 წელს ბულგარეთის რესპუბლიკა უმასპინძლებს.
ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ავრცელებს.
,,GEO NEWS”





