• November

    24

    2025
  • 48
  • 0
პიტერ სიიარტო – 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელოვან შანსს წარმოადგენს, ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მოვალეობაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას

პიტერ სიიარტო – 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელოვან შანსს წარმოადგენს, ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მოვალეობაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინაში ომის დასრულების 28-პუქნტიან გეგმას.

ამის შესახებ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელოვან შანსს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დასავლეთ ევროპელი ლიდერი ცდილობს მის დაბლოკვას. ჩვენი პოზიცია ნათელია: ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მოვალეობაა, სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას, რადგან ეს რაციონალური და ჰუმანური არჩევანია“, – წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში.

უკრაინაში ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით გუშინ ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების, ასევე გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შვეიცარიის დატოვებამდე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor