• November

    25

    2025
  • 132
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან, რონი მესხთან ერთად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილი საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„საუბარი შეეხო გასული თვეების სტატისტიკურ მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც, ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრა ასევე გამართა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და მათგან დანაშაულთან ბრძოლის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრი, მოადგილე გიორგი სახოკიასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულშიც იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებთან სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განიხილა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. გეკა გელაძემ უწყების თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor