• November

    26

    2025
  • 80
  • 0
დავით მათიკაშვილი – გერმანიის ელჩი ყოველდღე არღვევს ვენის კონვენციას, მას უნდა ეღიარებინა, რომ რადიკალებთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდა და საარჩევნო პროპაგანდაში იყო ჩართული

დავით მათიკაშვილი – გერმანიის ელჩი ყოველდღე არღვევს ვენის კონვენციას, მას უნდა ეღიარებინა, რომ რადიკალებთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდა და საარჩევნო პროპაგანდაში იყო ჩართული

გერმანიის ელჩს სიმართლე რომ ელაპარაკა, ყველაფერი უნდა ეღიარებინა. ვენის კონვენციას ყოველდღე არღვევს, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატისთვის დაკისრებული ფუნქციები შეასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც ფიშერი აღნიშნავს, რომ „არასდროს დაურღვევია ვენის კონვენცია და არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულა“.

მათიკაშვილის თქმით, „პეტერ ფიშერს უნდა ეღიარებინა, რომ  საარჩევნო პროპაგანდაში იყო ჩართული“.

„მას უნდა ეღიარებინა, რომ რადიკალებთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდა, საარჩევნო პროპაგანდაში იყო ჩართული და რადიკალური პარტიის ლიდერისგან აპარტამენტი აქვს ნაქირავები. ცხადია, ამ ყველაფრის თქმას სიტუაციიდან თავის დაძრომის ტაქტიკა არჩია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor