• November

    27

    2025
  • 74
  • 0
მიხეილ ყაველაშვილმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო კონსტანტინე მარდალეიშვილს საქართველოში ონკოლოგიური ქირურგიისა და მედიცინის განვითარებისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსტანტინე მარდალეიშვილი გამორჩეული ექიმია და მისი ღვაწლი განსაკუთრებული და დასაფასებელია.

„ვულოცავ ბატონ კოტეს საპატიო ჯილდოს, ბრწყინვალების ორდენს. ის გახლავთ გამორჩეული ექიმი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებული ადამიანი, რომელმაც ონკოლოგიაში შექმნა თანამედროვე საშუალებები, რითიც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინა. მისი ღვაწლი, მისი შრომა განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია ხალხის სიყვარული მისდამი და ნამდვილად გახლავთ, არამარტო სამედიცინო სფეროში, ყველასთვის მისაბაძი ადამიანი. მოხარული ვარ, რომ დღეს მას გადავეცი ჯილდო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მისი მოადგილე, თეა გიორგაძე და კონსტანტინე მარდალეიშვილის ოჯახის წევრი დაესწრნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor