• November

    28

    2025
  • 50
  • 0
არჩილ გორდულაძე – ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტს თუ ვინმე წარმოადგენს, ავდგებით და ხელს მოვაწერთ, ევროპის გზიდან არანაირი გადახვევა არ ხდება

არჩილ გორდულაძე – ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტს თუ ვინმე წარმოადგენს, ავდგებით და ხელს მოვაწერთ, ევროპის გზიდან არანაირი გადახვევა არ ხდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ  წერილობითი ფორმითაც დადასტურებულია, რომ მოლაპარაკებები არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან შეჩერდა.

არჩილ გორდულაძე დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, რეალობას თვალებში არ ჩახედონ ან ისინი პირდაპირ არიან გარედან დაფინანსებული და მართულები მინავლებული მუხტის გასაცოცხლებლად.

„ევროპის გზიდან არანაირი გადახვევა არ ხდება. თუ ვინმე დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გახსნის, დიახ, ჩვენ ავდგებით და ხელს მოვაწერთ. დიახ, ჩვენ ვიქნებით 2030 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროდირექტივების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ, ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს, დანარჩენი უკვე მათი გადაწყვეტილებაა. ხელისუფლებამ „დიფ სთეითის“ მიერ მართულ ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიას ერთ-ერთი იარაღი ხელიდან გამოაცალა, რომელიც სულ ჩამოკიდებული იქნებოდა დამოკლეს მახვილივით საქართველოსა და ქართველი ხალხის თავზე, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ამიტომ მოლაპარაკებების გახსნა არ იგეგმებაო. ამას ისედაც აკეთებენ, მაგრამ ამ განცხადების გარეშე კიდევ უფრო მძაფრად იქნებოდა უზრუნველყოფილი, – განაცხადა გორდულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor