
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი „მაიდნისა“ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა, დღემდე არ გამიჯვნიან ამ განცხადებას, ძალადობის არდაგმობა ძალადობის წაქეზებაა
შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი „მაიდნისა“ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა. შვედეთის ხელისუფლება დღემდე არ გამიჯვნია ამ განცხადებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალადობის არდაგმობა მომავალი ძალადობის წაქეზებაა.
„გავიხსენოთ, როგორ მოუწოდებდა შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი „მაიდნისკენ“ და რადიკალიზაციისკენ.
შვედეთის ხელისუფლება დღემდე არც ამ განცხადებას გამიჯვნია, არც შარშან პარლამენტის დაწვის მცდელობა გაუკიცხავს და არც 4 ოქტომბრის შეუმდგარი ძალადობრივი დამხობის მცდელობა დაუგმია. ძალადობის არ დაგმობა მომავალი ძალადობის წაქეზებაა“, – წერს პაპუაშვილი.





