• November

    28

    2025
  • 78
  • 0
ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად სფეროს განვითარების გეგმები განიხილა.

მინისტრის განცხადებით, ხარისხის განვითარების მიმართულებით რეფორმა გაგრძელდება, ნებისმიერი ცვლილება დაეფუძნება დეტალურ ანალიზს, ზუსტ გათვლებსა და სექტორთან უწყვეტ დიალოგს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კადრების დეფიციტის შესაძლო გაღრმავება და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის თანმიმდევრული განვითარება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვრება როგორც ახლო, ისე გრძელვადიანი პრიორიტეტები, რაც ეტაპობრივად გააძლიერებს ექთნებისა და მეან-ექთნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს სისტემის მდგრად განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები და სექტორის წარმომადგენლები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor