• November

    28

    2025
  • 112
  • 0
შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება კონვერტში უნდა ჩავდოთ, ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს გავუგზავნოთ, მათი კრიტიკა ცრუ და ყალბი იყო

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება კონვერტში უნდა ჩავდოთ, ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს გავუგზავნოთ, მათი კრიტიკა ცრუ და ყალბი იყო

სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება კონვერტში უნდა ჩავდოთ, ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს გავუგზავნოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა სისტემაში ფეხის ჩადგმა უნდოდათ.

„ვეტინგს რატომ ითხოვდნენ? ნამდვილი მიზეზი რა იყო, ამას კარგად ვხედავთ უკრაინაში. რეალური მიზეზი, რატომაც სხვადასხვა სისტემაში ფეხის ჩადგმა უნდოდათ, იყო, რომ კონტროლი მოეპოვებინათ, მათ შორის სასამართლო სისტემაზე, თუმცა ფორმალურად ამბობდნენ, რომ მოსამართლეების არჩევის სისტემა გამართული არ იყო. მოსამართლის დანიშვნის მთელი ეს პროცედურა სტრასბურგის სასამართლომ სასამართლო კონტროლში გაატარა და რაც მანამდე, ელჩებისგან, ევროპარლამენტარებისგან მოსმენილი გვქონდა, ტყუილი იყო, ხოლო ქართული სისტემა გამართული იყო და ამას ვეტინგი და ხელოვნური სისტემები არ სჭირდება. მათი კრიტიკა კი, იყო ცრუ და ყალბი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ“, ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor