• December

    1

    2025
  • 56
  • 0
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული მხარე დაჟინებით ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული მხარე დაჟინებით ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას

უკრაინული მხარე დაჟინებით ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას, – ამის შესახებ უკრაინული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„სამუშაო კონტაქტები შეხვედრებს შორისაც გრძელდება, ისინი მუდმივია“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.

როგორც ანონიმური წყარო აღნიშნავს, უკრაინული მხარე ხაზს უსვამს ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის აუცილებლობას, რადგან ამან, შესაძლოა, განსაზღვროს შემდგომი ნაბიჯები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვასაც უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტთან აუცილებლად მიიჩნევს. იმედი გვაქვს, ეს აზრი გაგებული იქნება“, – აღნიშნა წყარომ.

შეგახსენებთ, გუშინ ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეხვედრა პროდუქტიული და სასარგებლო იყო, თუმცა, რუბიოს თქმით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor