• December

    1

    2025
  • 62
  • 0
ირაკლი კობახიძე – ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზრდის ტენდენცია არ შეჩერდეს

ირაკლი კობახიძე – ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზრდის ტენდენცია არ შეჩერდეს

საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს რაც არის – 7.2 %, გადაჭარბებით შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადაცდება 10 000 დოლარს.

„შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა თავისი პირველადი პროგნოზი 7.2 %-მდე დააკორექტირა, თუმცა როგორც ჩანს, გვექნება წლის ბოლოსთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი. ამასთან, წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, საქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ასევე პირველად ისტორიაში, გადაცდება 10 000 დოლარს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, პირველად გადაცდება 30 000 დოლარს, როცა სულ რაღაც რვა წლის წინ ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარი იყო. ეკონომიკურად ყველა მიმართულებით ქვეყანა სწორად ვითარდება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor