• December

    1

    2025
  • 149
  • 1
ექსკლუზივი : ახორციელებს თუ არა საჯარო რეესტრი მიზანმიმართულ ტერორს ბიზნესმენ ტარიელ ფერაძის წინააღმდეგ ?

ექსკლუზივი : ახორციელებს თუ არა საჯარო რეესტრი მიზანმიმართულ ტერორს ბიზნესმენ ტარიელ ფერაძის წინააღმდეგ ?

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია ქართველი ბიზნესმენის, ბატონი ტარიელ ფერაძის და მისი ოჯახის კუთვნილ კომპანიასთან დაკავშირებით შექმნილი ფრიად აბსურდული და ტრაგიკული მდგომარეობის თაობაზე.

იხ: ლინკი : https://geonews.org.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ab/

მოკლედ შეგახსენებთ, რომ ბატონი ტარიელის, კომპანია შპს ,,საუკმშენი” იჯარით ფლობს ბორჯომის ერთ-ერთ აგრარულ ბაზარს, რომლის დირექტორადაც წლების წინ, ბატონმა ტარიელმა დანიშნა ვინმე გიგო მელიქიძე, რომელიც სადღეისოდ, ფაქტობრივად, მიმდინარე რეჟიმში სისხლისსამართლის დანაშაულების მთელ წყებას სჩადის, რაც იმაში გამოიხატება, რომ უარს აცხადებს დატოვოს დირექტორის პოსტი, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ კომპანიის მფლობელებს. ასევე, მას მითვისებული აქვს საზოგადოების დოკუმენტაცია და არ იძლევა საშუალებას შემოწმდეს მისი საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება შპს-ს წესდებას, დამფუძნებელთა ინტერესებსა და ,,საუკმშენს” კონკრეტულ ფინანსურ ზარალს აყენებს. აღნიშნული კი ჩვენი სამართლებრივი შეფასებით, სავარაუდოდ, თაღლითობისა და სხვისი ქონების მითვისების ნიშნებს შეიცავს. ამ სუბიექტის ასეთი გათავხედება განპირობებულია საჯარო რეესტრის გაუგებარი და სამართლებრივად დაუსაბუთებელი არაერთი გადაწყვეტილებით, რომ ბატონ ტარიელ ფერაძეს და მისი ოჯახის წევრებს, როგორც შპს ,,საუკმშენის” ( ერთობლიობაში 100 % – ის წილის ) მფლობელებს არ დაურეგისტრიროს შესაბამისი საზოგადოების ოქმები და გადაწყვეტილებები, სხვადასხვა და ძალიან ბუნდოვანი მიზეზებით და აღნიშნული ხარვეზებით შეუძლებელი გახადოს ამ ქართული ბიზნესის გამართული ფუნქციონირება – ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს კონსტიტუციური პრინციპი იმის თაობაზე, რომ საქართველოში საკუთრება დაცული და აღიარებულია. 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თავადაც მაღალი კლასის იურისტი სპეციფიურად უნდა დაინტერესდეს მის ქვემდებარე უწყებაში, კონკრეტულად კი საჯარო რეესტრში საშუალო რგოლის მენეჯმენტში, სავარაუდოდ, არსებული ორსახოვანი იარუსებით და პირდაპირი რენეგატი პროვოკატორების არსებობით.

პირველი დათარიღებულია მიმდინარე წლის 28 ნოემბრით და ბ-ნი ტარიელის, კომპანიას უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას, მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს ბატონი ტარიელის, წარმომადგენელმა სწორედაც რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარუდგინა საჯარო რეესტრს. თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყოს პირველ დეკემბერს, დილიდანვე, ისე რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დრო აღარც არავის გახსენებია, იგივე წარმოება შეწყვეტილ იქნა.

ერთი უბედურებაა, რომ რეესტრი გაუგებარია რა საბუთებს ითხოვს, რამეთუ, რაც არსებობს ყველა წარდგენილია და მეორე უფრო უარესი უკვე ის გახლავთ, რომ მიუხედავად წარსადგენად განსაზღვრული ვადისა, თავადვე უარს ამბობენ ამ ჰიპოთეტურ შანსზეც და წარმოებას წყვეტენ, რითაც პირდაპირ და გამიზნულად დარტყმის ქვეშ აყენებენ ქართველი ბიზნესმენის, ბატონი ტარიელ ფერაძისა და მისი ოჯახის სამართლებრივ, კონსტიტუციურ და საკუთრების ინტერესებს. 

რაც უფრო კომიკურია რეესტრის პასუხისმგებელი თანამშრომლები საკუთარ ადმინისტრაციულ დისკრეციას იმ დონეზე აფართოებენ, რომ იმასაც კი გვეუბნებიან, რომ შესაძლოა, ოქმში ასახული რამდენიმე გრაფიკის გამო ვიზუალურად დაიწუნონ გადაწყვეტილება, ან შესაძლოა, შინაარსიც არ მოეწონოთ და მუდმივად ხარვეზები დაუდგინონ კომპანიას.

სრულად ტრაგიკული კი ის გახლავთ, რომ უკვე წარდგენილ და რეესტრის საიტზე ატვირთულ ოფიციალურ დოკუმენტებში მესაკუთრეთა მხრიდან რელევანტური წილების ფლობის ნაწილს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ამ დოკუმენტის არსებობას ვერ აღიქვამენ და თავიდან წარმოდგენას ითხოვენ. 

ასეთი ტიპის ,,სამსახურებრივი უმეცრება”, ან სულ მინიმუმ საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ნამდვილად უნდა წარმოადგენდეს იუსტიციის სამინისტროს მაღალი მენეჯმენტის მხრიდან შესწავლისა და კორექტირების საგანს, თუმცა ბატონი ტარიელის, სამართლებრივი მრჩეველი იმ ვერსიას უკვე ემხრობა, რომ მსგავსი მიზანმიმართული ქმედებები წინასწარი განზრახვით ხორციელდება და არა უმეცრებით. 

,,GEO NEWS” ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდება. 

P.S. იმისათვის, რომ ჩვენი შეფასება ძალიან სუბიექტურად არ მოგეჩვენოთ წარმოგიდგენთ საჯარო რეესტრის მიერ შექმნილ ორ დოკუმენტს, რომელიც ერთი და იგივე საქმეს ეხება.

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

1 COMMENT

  • გიორგი
    December 2, 2025, 8:03 am REPLY

    ეგ ფერაძე რომელია? საფინანსო კომპანია შპს "საქართველოს" დამფუძნებელი? ატაშობით მეანაბრე რომ გააუბედურა მაგან და მაგისმა ოჯახმა? ეგ არის თუ სხვა?

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor