
გრუნი – აღმოაჩინე შენი თავი ჟურნალისტიკაში
ვინ ? რა ? სად ? როდის ? რატომ ? როგორ ?
არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიული საქმიანობის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას უთმობენ.
ისინი აკვირდებიან მოვლენებს, პოულობენ სანდო წყაროებს, ამოწმებენ ფაქტებს და აცნობიერებენ, რომ თითოეული სიტყვა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება რეალობას.
ამ პროცესში, საჭიროა დაკვირვება, სიზუსტე, კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა და რთული მოვლენების ყველასთვის გასაგებად ახსნის უნარი.
თუ ხშირად გაქვს სურვილი, გაიგო არა მხოლოდ რა მოხდა, არამედ რატომ და როგორ მოხდა ;
თუ დეტალებზე დაკვირვება შენს ყურადღებას იპყრობს და კითხვების დასმა არ გღლის
შესაძლოა საკუთარი თავი სწორედ ამ პროფესიაში – ჟურნალისტიკაში, აღმოაჩინო.
,,GEO NEWS”




