• December

    7

    2025
  • 56
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრს დეპარტამენტის დირექტორმა, თენგიზ სისაურმა ქვედანაყოფის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები გააცნო. თავის მხრივ, გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე. მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ქვედანაყოფის სამუზეუმო სივრცეში სპეციალურად მოზარდებისთვის მოწყობილი სტენდები დაათვალიერა.

მოსწავლეები საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კამპანია „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომლის მიზანია მოზარდებისთვის სამართალდამცველთა საქმიანობის გაცნობა და პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაცია. კამპანიის მიმდინარეობისას მოზარდებს საშუალება ეძლევათ, სამინისტროს სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს ეწვიონ, ადგილზე გაეცნონ ინფრასტრუქტურასა და პოლიციელთა ყოველდღიურ საქმიანობას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor