• December

    7

    2025
  • 133
  • 0
ექსკლუზივი : გიორგი კრაწაშვილის საქმე – ახალი მიმართვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან და გაგრძელებული კითხვები საქმის გამოძიებაზე

ექსკლუზივი : გიორგი კრაწაშვილის საქმე – ახალი მიმართვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან და გაგრძელებული კითხვები საქმის გამოძიებაზე

გიორგი კრაწაშვილი, რომლის საქმეზეც „GEO NEWS“ -მა ერთხელ უკვე გამოაქვეყნა მასალა, კვლავაც მძიმე ბრალდებებით მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს და აცხადებს, რომ მის მიმართ სხვადასხვა სტრუქტურაში მიზანმიმართული და სისტემური ზეწოლა ხორციელდება.

იხ: ლინკი : https://geonews.org.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98/

წინაისტორია :

კრაწაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ ის აღმოჩნდა საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოების არასათანადო დამოკიდებულების მსხვერპლი.

მისი განცხადებით, მაშინ საქმეში ჩართული პირები სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ მის წინააღმდეგ ძალადობის მუხლებით ბრალდებების შექმნას, რაც საბოლოოდ განმეორებითი დაკავებით დასრულდა.

ბ-ნი გიორგი ამტკიცებს, რომ საქმის მასალების ასლები და მობილური ტელეფონების ნაწილი, რომელიც მისი დაცვისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნდა, გამოძიებამ არ დაუბრუნა.

სოფლის მოსახლეობის ნაწილიც ინფორმირებული იყო სიტუაციაზე და, როგორც გიორგი ამბობს, ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი უკმაყოფილება.

ახლანდელი ვითარება :

კრაწაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დღეს სასამართლოშია და ეხება ბავშვზე შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, სიღნაღიდან გურჯაანის სტრუქტურებში გადაიტანეს, არადა, ჩვენს რესპონდენტს საქმის თბილისში გადმოტანა სურდა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ კახეთში – გურჯაანის ჩათვლით დამოკიდებულება იქნებოდა მიკერძოებული. შესაბამისად, ვინაიდან საქმე სიღნაღში აღარ არის, პროკურორიც შეიცვალა. მაგრამ ბატონი გიორგის რწმენით წინა პროკურორის, მიშიკო ჯანგულაშვილის ხელი აქაც ურევია, ისევე როგორც წინა გამომძიებლის. 

ბატონი გიორგისთვის ამ ეტაპზე უცნობია ვინ არის დღეს საქმის პროკურორი, ვინაიდან საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია და სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა.

მისი თქმით, ეს მოხდა უნდობლობის გამო, თუმცა ახალი უწყების წარმომადგენლებთან გასაუბრებისას კვლავ გრძნობდა მიკერძოებულ დამოკიდებულებას და ვარაუდობს, რომ პროცესები ისევ დაკავშირებულია წარსულში მომხდარ მოვლენებთან.

იგი ასევე მიუთითებს, რომ ექსპერტიზის ბიუროში არსებული ზოგიერთი პირის ( ერთ-ერთი მათგანი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიშიკო ჯანგულაშვილის ნათესავია, რომელიც საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა ) ურთიერთობები შესაძლოა, საქმის ობიექტურ მსვლელობაზე მოქმედებდეს.

გიორგი კრაწაშვილი : წარსულში მიღებული გამოცდილების საფუძველზე კვლავ მაქვს ეჭვი, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ჩემს წინააღმდეგ პროცესების ხელოვნურად ფორმირებას.

გიორგი კრაწაშვილი აცხადებს, რომ ის განაგრძობს საკუთარი უფლებების დაცვას, სტატუსის დამტკიცებას სამართლებრივად და მზადაა საკითხი საჯარო სივრცეშიც გააქტიუროს, რათა საზოგადოებამ სრულად იცოდეს მისი საქმის დეტალები, რასაც ჩვენი მედიის მეშვეობით ახორციელებს კიდეც.

„GEO NEWS“ კვლავაც დაინტერესებულია თემით და მკითხველს ეტაპობრივად მიაწვდის დამატებით ინფორმაციას, როგორც კი ახალი გარემოებები გახდება ცნობილი. ბატონ გიორგის, კი საკუთარ რთულ გზაზე წარმატებას უსურვებს. 

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor