• December

    12

    2025
  • 46
  • 0
ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპას აშშ-თან ურთიერთობაში მოუწია თავდაცვით რეჟიმში გადასვლა და აღიარება, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არც დემოკრატიაა, არც მეგობრობა და არც პარტნიორობა

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპას აშშ-თან ურთიერთობაში მოუწია თავდაცვით რეჟიმში გადასვლა და აღიარება, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არც დემოკრატიაა, არც მეგობრობა და არც პარტნიორობა

აშშ-სა და ევროპას შორის მსოფლმხედველობითი კრიზისია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ გაიხსენა, რომ სხვის საქმეებში ჩარევა კარგი საქმე არ არის.

„ბედის ირონიაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში გვიკეთებდნენ, დღეს მათაც მოუწიათ თავდაცვით რეჟიმში გადასვლა და იმის აღიარება, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არც დემოკრატიაა, არც მეგობრობა და არც პარტნიორობა. ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი დემოკრატიის საქმეში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა მისაღები არ იყო, მაშინ ყრუ კედელი გვხვდებოდა. ეს ყველაფერი ისტორიამ ყველას ნათლად დაანახა, მათ შორის იმ ევროპელებს, ვინც მსგავს ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებაში მოურიდებლად დგამდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor