• November

    18

    2026
  • 20
  • 0
მონტენეგროს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც პრემიერობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატთა კეთილსინდისიერებაზე შემოწმება სავალდებულოა

მონტენეგროს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც პრემიერობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატთა კეთილსინდისიერებაზე შემოწმება სავალდებულოა

მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერისა და მინისტრების ვეტინგის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე ეტაპი დაასრულა 16 ნოემბერს დეპუტატებმა 54 ხმით არცერთის წინააღმდეგ კონსტიტუციის 23-ე და 24-ე შესწორებების პროექტები დაამტკიცეს, რომლებიც პრემიერმინისტრობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების კეთილსინდისიერების სავალდებულო შემოწმებას (ვეტინგს) ითვალისწინებს.

კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცებულ ვერსიაში დაზუსტდა შემოწმების მექანიზმი, რაც მანამდე ქვეყანაში მწვავე დისკუსიისა და კრიტიკის საგანი იყო. კერძოდ, ახალი ფორმულირებით, ვეტინგის მთავარი მიზანი კანდიდატებში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის წინასწარი გამოვლენა და მისი პრევენციაა. ეს ნიშნავს, რომ პოტენციური რისკის აღმოჩენის შემთხვევაში კანდიდატს თანამდებობის დაკავება ავტომატურად აღარ აეკრძალება, სანაცვლოდ,  მას მიეცემა შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ზომები და ინტერესთა კონფლიქტი დანიშვნამდე აღმოფხვრას. გარდა ამისა, ამ სფეროს მარეგულირებელი ყველა კანონის მისაღებად პარლამენტში კვლავ მაღალი კვორუმი, დეპუტატთა, სულ მცირე, ორი მესამედის (54 ხმა) მხარდაჭერა იქნება საჭირო. როგორც მონტენეგროს მმართველი პარტიაში მიიჩნევენ, დოკუმენტში ასეთი ფორმულირება გამორიცხავს, რომ ვეტინგის პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცეს.

16 ნოემბრის კენჭისყრით, მონტენეგროს პარლამენტმა კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო სამეტაპიანი პროცედურის მეორე ეტაპი დაასრულა. საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის, ელენა ბოჟოვიჩის განცხადებით, მომდევნო ნაბიჯი 30-დღიანი საჯარო განხილვის პროცესია, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ სუბიექტებს საკუთარი წინადადებებისა და შენიშვნების წარდგენა შეეძლებათ.

ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო კომიტეტი შეჯერებულ ვერსიას პარლამენტის პლენარულ სხდომას გადაუგზავნის, სადაც ცვლილებების საბოლოოდ დასამტკიცებლად კვლავ 54 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor