• December

    21

    2025
  • 34
  • 0
ადვოკატ ლევან ჭიღლაძის საჭირო ინოვაცია – ,,ადვოკატის ხმა”

ადვოკატ ლევან ჭიღლაძის საჭირო ინოვაცია – ,,ადვოკატის ხმა”

არჩევნები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში – მეორე ტური და პროფესიული მედიის ახალი სტანდარტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი გახდა პროფესიული საზოგადოებისათვის. მრავალფეროვანი კამპანიებისა და აქტიური დისკუსიების შემდეგ მეორე ტურში ორი ძლიერი კანდიდატი გადავიდა – ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი, რომელთა პროფესიული გამოცდილება და ხედვა ადვოკატთა საზოგადოების განვითარებაზე ერთმანეთისგან განსხვავებულ, მაგრამ ავტორიტეტულ არჩევანად ჩამოყალიბდა. საბოლოო არჩევანი 21 დეკემბერს დაფიქსირდება.

ირაკლი ყანდაშვილი ყურადღებას ამახვილებს ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესებაზე, ადვოკატებისთვის მომსახურების გამარტივებასა და სისტემური გაადვილებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მისი მთავარი მესიჯი პროფესიის გაერთიანება და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც მრავალი ადვოკატისთვის მიმზიდველად იქცა.

მეორე მხარეს, ირაკლი ჩომახაშვილია, რომელიც ხაზს უსვამს ადვოკატთა უფლებების დაცვას და გამჭვირვალე მმართველობას.

მისი მიდგომა რეფორმატორულ და ინიციატივებზე ორიენტირებულ სტილს ეფუძნება, რაც ადვოკატთა ნაწილისთვის განახლების შესაძლებლობად არის აღქმული.

ასევე, სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადვოკატ ლევან ჭიღლაძის ახალ ინიციატივას – დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს „ადვოკატის ხმა“ დაფუძნებას.

ეს პლატფორმა მიზნად ისახავს :

ადვოკატთა საზოგადოების საქმიანობზე ობიექტურ და მრავალკუთხიან ცნობებს, ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებების გაცნობიერებად და გამჭვირვალედ წარმოჩენას, პროფესიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერებას და ანგარიშვალდებულების სტანდარტების ამაღლებას.

„ადვოკატის ხმა“ ცალსახად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ნაბიჯად, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას პასუხობს,როდესაც პროფესია თავად ქმნის საკუთარ, თავისუფალ, ფაქტებზე დაფუძნებულმედია-სივრცეს.

დღეს, როცა ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშეა, მკაფიოდ ჩანს :

ძლიერი კანდიდატები, მაღალი საჯარო ინტერესის დონე და ახალი მედია პლატფორმის ჩამოყალიბება პროფესიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას ქმნის.

ახალი თავმჯდომარე, ვინც არ უნდა აირჩეს, უკვე დახვდება უფრო ინფორმირებული საზოგადოება, უფრო აქტიური პროფესიული სივრცე და მედია სტანდარტი, რომელშიც „ადვოკატის ხმა“ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor