• December

    23

    2025
  • 24
  • 0
პროკურატურა – გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს, რომელიც მეწარმე სუბიექტებისგან ე.წ. ატკატებს იღებდა

პროკურატურა – გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს, რომელიც მეწარმე სუბიექტებისგან ე.წ. ატკატებს იღებდა

პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი სქემა ერთ-ერთი ეპიზოდია, რომლის საფუძველზეც სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა.

„გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.

„ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დღეს დააკავა. ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor