• January

    7

    2026
  • 66
  • 0
გრუნი – კორპორაციული ფინანსების მსოფლიოს წამყვანი სახელმძღვანელო უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

გრუნი – კორპორაციული ფინანსების მსოფლიოს წამყვანი სახელმძღვანელო უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

კორპორაციული ფინანსების მსოფლიოს წამყვანი სახელმძღვანელო უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი !

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორებმა, აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ქართულ ენაზე თარგმნეს სტივენ ა. როსის, რენდოლფ ვ. ვესტერფილდისა და ბრედფორდ დ. ჯორდანის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელო — „კორპორაციული ფინანსების საფუძვლები“.

სახელმძღვანელო აერთიანებს კორპორაციული ფინანსების დარგის უახლეს თეორიულ კონცეფციებს, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების პრაქტიკულ მაგალითებს (case studies) და პროფესიონალი ფინანსისტების მრავალწლიანი გამოცდილების ანალიზს.

აღნიშნული გამოცემა თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საგანმანათლებლო რესურსია, რომელიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. ქართული თარგმანი კი, სრულად იდენტურია საერთაშორისო აკადემიურ გამოცემასთან.

აღსანიშნავია, რომ კორპორაციული ფინანსების სფეროში უცხოენოვანი სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი 2007 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა. ახალი გამოცემა ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებს სთავაზობს ფინანსური მართვის თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.

ამ ეტაპზე სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. თუმცა, არსებობს პოტენციალი, რომ იგი სასწავლო რესურსად საქართველოს სხვა უნივერსიტეტებმაც გამოიყენონ.

სახელმძღვანელო გამოიცა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor