• January

    16

    2026
  • 60
  • 0
გრუნი – ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტირებულია

გრუნი – ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტირებულია

გრუნის ახალმა, 3-წლიანმა ქართულენოვანმა და ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა – „ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება ბიზნესში“, 7-წლიანი უპირობო აკრედიტაცია მოიპოვა.

თუ გსურს, დაეუფლო თანამედროვე პროფესიას, რომელიც ბიზნესის მართვას, ხელოვნურ ინტელექტსა და პროგრამირებას აერთიანებს.

თითოეული პროგრამა შესაძლებლობას მოგცემს :

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ანალიზისა და მოდელირების გამოყენებით, შეისწავლო ბიზნესის გარემო, ფინანსები, მარკეტინგი და ადამიანური რესურსების მართვა.

გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები მომხმარებელთა ქცევის ანალიზში, გაყიდვების პროგნოზირებაში, ოპერაციების მართვის პროცესების ავტომატიზაციასა და შეფასებაში, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზსა და რისკების მართვაში.

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით, მიიღო მენეჯერული გადაწყვეტილებები
გაცვლითი პროგრამებით ისწავლო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის გასაძლიერებლად, უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, სასწავლო და კვლევითი სივრცე, სადაც :

შეისწავლი AI ალგორითმების გამოყენებას, ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად,
შექმნი მარტივ პროგრამულ მოდელებს და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს,
პრაქტიკულად გამოიყენებ AI-ს ადამიანური რესურსების მართვაში, მარკეტინგში, ფინანსებსა და ლოჯისტიკაში.

მომავალი ეკუთვნით ბიზნესლიდერებს, რომლებმაც იციან, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის სამართავად. ჩააბარე გრუნის ახალ პროგრამაზე – ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება ბიზნესში და გახდი კონკურენტუნარიანი სპეციალისტი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor