• January

    16

    2026
  • 78
  • 0
მაიკ უოლცი – დონალდ ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას, ტრამპი მოქმედების კაცია და არა დაუსრულებელი საუბრის, როგორც ამას გაერო-ში ვხედავთ

მაიკ უოლცი – დონალდ ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას, ტრამპი მოქმედების კაცია და არა დაუსრულებელი საუბრის, როგორც ამას გაერო-ში ვხედავთ

ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას, შეერთებული შტატები ირანის მამაცი ხალხის გვერდით დგას, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, მაიკ უოლცმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და რეპრესიების დონეს „საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენა აქვს“.

„ირანის ხალხი თავისუფლებას ისე ითხოვს, როგორც არასდროს“, – განაცხადა უოლცმა.

უოლცის თქმით, უიარაღო, მშვიდობიანი ხალხი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ქუჩაში გამოდის უკეთესი მომავლისკენ მისწრაფებების მისაღწევად.

„პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მამაცი ხალხის გვერდით დგანან. რეჟიმია ერთადერთი პასუხისმგებელი ირანელი ხალხის ეკონომიკურ უბედურებაზე და მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ არ მოითმენს და არც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოითმინოს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვა-ჟლეტვა“, – განაცხადა უოლცმა.

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ხოცვა-ჟლეტვის შესაჩერებლად ყველა ვარიანტს განიხილავს.

„პრეზიდენტი ტრამპი მოქმედების კაცია და არა დაუსრულებელი საუბრის, როგორც ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვხედავთ. მან ნათლად განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება ხოცვა-ჟლეტვის შესაჩერებლად“, – განაცხადა უოლცმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor