• January

    20

    2026
  • 147
  • 0
„აქსიოსი“ – აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დავოსის ფორუმის მონაწილეებს ურჩია, მოემზადონ შეურაცხყოფისთვის, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ტრიბუნასთან დადგება

„აქსიოსი“ – აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დავოსის ფორუმის მონაწილეებს ურჩია, მოემზადონ შეურაცხყოფისთვის, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ტრიბუნასთან დადგება

დონალდ ტრამპი დავოსში უფრო აგრესიული და ამბიციური მიდის, ვიდრე ოდესმე, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „აქსიოსი“.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, სავარაუდოდ, მსოფლიო ლიდერებს გააკრიტიკებს.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს ურჩია, მოემზადონ შეურაცხყოფისთვის, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ტრიბუნასთან დადგება.

„ისევე როგორც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მივიდა და განაცხადა: „თქვენ დიდ გადასახადებს იხდით, ბევრ უძრავ ქონებას იკავებთ, მაგრამ სინამდვილეში არაფერს აკეთებთ“, სავარაუდოდ, ის ამავეს იტყვის დავოსის ფორუმის ზოგიერთ დამსწრეზეც“, – განუცხადა წყარომ „აქსიოსს“.

წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მან „ყველა კონფლიქტი გაერო-ს დახმარების გარეშე მოაგვარა“.

რაც შეეხება „მშვიდობის საბჭოს“, ოფიციალური პირი ფიქრობს, რომ ტრამპი იტყვის, საბჭო გაერო-ს საპირწონეა.

„ვფიქრობ, გამოიტანს დასკვნას, რომ ეს გაერო-ს საპირწონეა, თუმცა არასდროს იცი, რას უნდა ელოდე დონალდ ტრამპის გამოსვლისგან, ვიდრე სიტყვას არ წარმოთქვამს“, – აღნიშნავს აშშ-ის ოფიციალური პირი.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 21 იანვარს გამოვა სიტყვით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor