
გრუნი – დაიწყე სწავლა პროდუქტიულად დღესასწაულების შემდეგ
დღესასწაულების შემდეგ, მეცადინეობის დაწყება გიძნელდება ?
გთავაზობთ რჩევებს, როგორ გაიმარტივო ეს პროცესი :
ნუ შეადარებ საკუთარ თავს სხვებს – ყველას საკუთარი ცხოვრების ტემპი გვაქვს. სხვების პროგრესზე ყურება ენერგიას გამოგაცლის. მთავარია, გააცნობიერო: რამდენად მიუახლოვდი დასახულ მიზანს დღეს და რის გაკეთებას აპირებ “ხვალ”.
დაყავი სასწავლო მასალა მცირე ნაწილებად და გადაანაწილე დროში – ტვინს ბევრი ინფორმაციის ერთდროულად ათვისება უძნელდება. ამიტომ, ნუ ეცდები ყველაფრის ერთად სწავლას — ყურადღება ხარისხზე გაამახვილე და არა რაოდენობაზე.
აღნიშნე პატარა “გამარჯვებები” – რთული დავალება შეასრულე? შეაქე საკუთარი თავი, უყურე საყვარელ ფილმს ან უბრალოდ გაისეირნე. პატარა ჯილდოები დიდ მოტივაციას ქმნის.
დაიტოვე დრო “არაფრისთვის” – გადატვირთულ გონებას ინფორმაციის დამახსოვრება ურთულდება. ამიტომ, მიეცი ტვინს უფლება, დაისვენოს და არ აღიქვა ეს პროცესი დროის დაკარგვად.
და ბოლოს – არაუშავს, თუ ყველაფერი დასაწყისშივე იდეალურად ვერ გამოგივა. მთავარია, დაიწყო და გჯეროდეს, რომ ყველაფერს შეძლებ !





