• January

    21

    2026
  • 81
  • 0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ი.ხ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე  კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor