
გრუნი – 4 მითი, რომელიც სიმართლე გგონია
,,კარგად იმეცადინე, რომ კარგი ქულები გქონდეს”, “უნივერსიტეტში მოხვედრა რთულია”, “ბოლო თვეებში ნასწავლი, გამოცდებამდე მაინც დაგავიწყდება”, “სტუდენტობის დროს, სწავლის გარდა, ვერაფერს მოასწრებ”…
ეს ფრაზები, ალბათ, იმდენჯერ გაქვს მოსმენილი, რომ შეიძლება სიმართლეც კი გგონია. სინამდვილეში, კი, რეალობა სხვაგვარია :
მითი : ,,კარგად იმეცადინე, რომ კარგი ქულები გქონდეს.”
რეალობა : ქულა მხოლოდ ციფრია, რომელიც გამოცდის მერე დაგავიწყდება. ცოდნა კი ის კაპიტალია, რომელიც სულ თან დაგყვება. როცა მიზანი ცოდნის მიღებაა და არა “ნიშანი”, მაღალ ქულასაც ბუნებრივად იღებ.
მითი : ,,უნივერსიტეტში მოხვედრა რთულია.”
რეალობა : ნუ აღიქვამ აბიტურიენტობის პერიოდს ტანჯვად. შეხედე როგორც პროცესს, რომელიც უნდა გაიარო იმისთვის, რომ მომავალი სასურველ პროფესიას დაუკავშირო.
მითი : ,,ბოლო თვეებში ნასწავლი, გამოცდებამდე მაინც დაგავიწყდება.”
რეალობა : მთავარია ნასწავლის ხარისხი და არა სწავლისთვის დათმობილი თვეების რაოდენობა – თუ მეცადინეობას გონივრულად და სისტემატურად დაიწყებ, რამდენიმე თვეც გეყოფა. მთავარია ხარისხი და არა მეცადინეობაში გატარებული საათების რაოდენობა.
მითი : ,,სტუდენტობის დროს, სწავლის გარდა, ვერაფერს მოასწრებ.”
რეალობა : თუ სწორ გარემოს აირჩევ, პირიქით! სტუდენტობა ზუსტად ის დროა, როცა ყველაფერს ასწრებ — საინტერესო პროექტებში ჩართვას, მოგზაურობას და მეგობრებთან ერთად გართობას.. გრუნიში სწავლა ცხოვრებისგან იზოლაციას არ ნიშნავს, ეს ცხოვრების ახალი სტილია.
ასე რომ, ნუ შეუშინდები მითებს – დაიწყე მიზნისკენ მოქმედება, დღესვე !





