• January

    26

    2026
  • 104
  • 0
ირაკლი კობახიძე – ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის

ირაკლი კობახიძე – ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება. ეს მონაცემი ნათლად ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას.

საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საბაჟო სამსახურის ინსტიტუციურ მხარდაჭერას, ზრუნვას თქვენს ღირსეულ პირობებსა და განვითარებაზე, რადგან თქვენი წარმატება პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor