• January

    26

    2026
  • 96
  • 0
„პოლიტიკო“ – კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს

„პოლიტიკო“ – კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს

ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის შედეგებს ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვის მიხედვით, „ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, მათი ქვეყნების და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო“.

გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.

როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დაფიქსირდა. ევროპელთა უმრავლესობა, 76% აცხადებს, რომ დემოკრატია მათ ქვეყანაში დაღმასვლას განიცდის. პესიმისტური განწყობა უფრო მაღალი იყო რუმინეთში – 91%, საბერძნეთში – 88% და ბულგარეთში – 86%.

გამოცემა იუწყება, რომ თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა არასწორ გზაზეა. გამონაკლისს წარმოადგენენ პოლონეთი, ლიეტუვა და დანია. კითხვას, ეთანხმებიან თუ არა ისინი, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო თავდაჯერებულად უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას შექმნის“, 71%-მა დადებითად უპასუხა.

ამასთან, კითხვას, იმსახურებს თუ არა დონალდ ტრამპი ნობელის პრემიას, გამოკითხულთა 77%-მა უარყოფითად უპასუხა.

გამოკითხვა სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანიის, FGS Global-ის მიერ 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 23 ქვეყნიდან 11000-ზე მეტმა ადამიანმა. სულ მცირე, 500 ადამიანი გამოიკითხა შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი. შესაძლო ცდომილება 4,4%-ია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor