
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ილჰამ ალიევმა და გიდეონ საარმა სავაჭრო-ეკონომიკურ და ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობა განიხილეს
ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გიდეონ საარი ბაქოში ჩავიდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა შეხვედრისას სავაჭრო-ეკონომიკურ და ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობა განიხილეს.
აზერბაიჯანული მედიის თანახმად, აღინიშნა თანამშრომლობის საკითხები სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, მაღალი ტექნოლოგიების, ასევე ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ისაუბრეს სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ვიზიტებისა და კონტაქტების მნიშვნელობაზე თანამშრომლობის გაღრმავებაში.
გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ამ ვიზიტის დროს მას თან ახლავს მსხვილი ბიზნესისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გასამართი აზერბაიჯან-ისრაელის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.





