
გრუნიში მობილობა დაიწყო
თუ გსურს საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე გრუნიში მობილობით გადმოსვლა, აუცილებელია, გაიარო შემდეგი ეტაპები:
28 იანვრიდან 11 თებერვლის 18:00 საათამდე, უნდა დარეგისტრირდე ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge
მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, 16-17 თებერვალს უნდა გაიარო ელექტრონული რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდება შემდეგი დოკუმენტაცია :
სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის);
ატესტატი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის);
ნიშნების დანართი (სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის; უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ავთენტიკურობის ცნობა);
აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით.
1 ფოტოსურათი (3×4);
უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტი;
სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში)
სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ქვითარზე სრულად უნდა ჩანდეს გადამხდელის რეკვიზიტები. დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
გაითვალისწინე: დოკუმენტების არასრულად ატვირთვის შემთხვევაში, შენი განაცხადი დახარვეზდება!
მობილობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციები, პერიოდულად განახლდება ჩვენს ვებგვერდზე. თვალი გვადევნე: https://gruni.edu.ge/





