• February

    3

    2026
  • 45
  • 0
ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის არსებულ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ ამ კავშირების შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

გამოითქვა იმედი, რომ შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

შეხვედრას, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor